LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ილია თოფურია: „ეჭვი არ მეპარება, დღეს გამარჯვებას ვიზეიმებთ!.. ვერ ვითმენ, ხალხთან გავიდე და ემოციები გავიზიარო…“

174
მარიკა ბაკურაძე და ილია თოფურია

ილია თოფურია დღეს საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრაზე, 15 წუთით ადრე, სტადიონზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. როგორი ემოციები აქვს, თავად უზიარებს „იმედის დღის“ მაყურებელს:

„სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. დღეს, მით უმეტეს, ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა და ეჭვი არ მეპარება, გამარჯვებას ვიზეიმებთ. თან კიდევ, ვერ ვითმენ, გავიდე ხალხთან და ემოციები გავიზიარო…“, აღნიშნავს ილია თოფურია.

ილია თოფურიას თავისი პროგნოზის შესახებაც ჰკითხეს:

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ის ფაქტი, რომ დღეს ღმერთმა აქ მომიყვანა, არ მიტოვებს ეჭვის შეტანის უფლებას, რომ ისე გავიმარჯვებთ, რომ გოლსაც არ გავატანინებთ. 2:0 – ასე გავიმარჯვებთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები