UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის სპორტის ფანია და 14 ივლისს თეთრი სახლის წინ იქნება „დიდი ბრძოლა“.
„14 ივლისს დიდი ბრძოლა გვაქვს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა და აღარასოდეს მოხდება“ – განაცხადა ტრამპმა.
ილია თოფურიამ მადლობა გადაუხადა ტრამპს აღნიშნული შესაძლებლობისთვის.
„მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის“, – მიმართა თეთრ სახლში მყოფმა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს.
„ილია – ვისზეც ამბობენ, რომ მასზე გამძლე არავინ არსებობს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ქართველის შესახებ.
„არასდროს მეგონა, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით, გულწრფელად“, – განაცხადა თოფურიამ.
„ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა თოფურიას მომავალი ბრძოლის შესახებაც ჰკითხა: „კარგად იცნობ მოწინააღმდეგეს? თავს კარგად გრძნობ? როგორია გამარჯვების შანსი?“
„ვიცი, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სრული რწმენა მაქვს, 100 პროცენტით. მასაც სრული რწმენა აქვს, ამიტომ შესანიშნავი ბრძოლა იქნება“, – უპასუხა თოფურიამ.
ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მონაწილე იქნება. ის 14 ივნისს თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯს მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება.
President Trump Delivers Remarks, May 6, 2026President Trump Delivers Remarks, May 6, 2026
Posted by The White House on ოთხშაბათი, 06 მაისი, 2026
Gearing up for battle on the South Lawn. 👊🇺🇸 President Trump meets with Alex Pereira, Ilia Topuria, Justin Gaethje and Ciryl Gane in the Oval Office ahead of their fights at UFC Freedom 250 in June.
Posted by The White House on ოთხშაბათი, 06 მაისი, 2026
