მსახიობები, ილო ბეროშვილი და ანი ბებია თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან. ,,მთავარი არხის” დილა მათ შინ ესტუმრა. ილომ და ანიმ მხიარულად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ დილას.
,,როგორც ყოფილი სპორტსმენი და ფეხბურთელი, გეუბნებით, რომ დილას ჭამა არის აუცილებელი. ანი მე მჭამს დილას“, ამბობს ილო.
როგორც ანი აღნიშნავს, ორსულობისას სულ შია და დილაობით აუცილებლად მიირთმევს.