9 წლის ელენე კიფაია, რომლის მიერ შესრულებულმა ცეკვამ სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
სოციალურ ქსელში გამოწვეული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პატარა მოცეკვავის მორიგ არაჩვეულებრივ ცეკვას „ცეკვის სახლი“ აქვეყნებს, რომელსაც უამრავი კომენტარი აქვს.
ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პატარა გოგოს საოცარი და ზუსტი შესრულება, ცეკვის მანერა და ემოციები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.