LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ის, რომ ძლიერი ქალი ხარ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აიტანო“ – ქეთი ხიშტოვანის გზა წარმატებისკენ

478
Untitled design (1)

გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდის ერთ-ერთი რესპონდენტი ახალგაზრდა წარმატებული ქართველი ქალი, 35 წლის ქეთი ხიშტოვანი იყო.

პროფესორმა, პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთი ხიშტოვანმა, რომელიც 3 შვილის დედაა, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა და საკუთარ სისუსტეებსა და სიძლიერეებზე ისაუბრა:

„მჭიდრო ემოციური კავშირი მქომნდა მამასთან, რომელიც ადრეულ ასაკში დავკარგე, ამან გარკვეული პასუხისმგებლობები შემძინა, რათა ის მოლოდინები, რაც მას ჩემ მიმართ გააჩნდა, განმეხორციელებინა.

ოჯახის დანგრევა იყო კიდევ ერთი გარდატეხა, რომ უნდა გამეგრძელებინა დამოუკიდებლობის, სიძლიერის და წარმატების ჩემი ხაზი და თუ 20 წლის ასაკში, როდესაც მამა დავკარგე, ჩემი განვითარების პროცესი გაგრძელდა, ახლა ვალდებული ხარ გადარჩე არა ფიზიკურად, არამედ მორალურად, უნდა შეინარჩუნო შენი პრინციპები და ღირებულებები.

ის, რომ ძლიერი ქალი ხარ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აიტანო.

თუ ხარ ძლიერი ქალი, იქმნება შირმა და ამ შირმის ერთ მხარეს შენ არ გაქვს პიროვნული თვისებები, რაც მოვლას საჭიროებს, არ გაქვს ემოციები და სისუსტეები.. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ შირმის იქით, მეორე მხარეს ხედავენ და ამჩნევენ შენს რეალურ ღირებულებებს, რაზეც დგას ეს სიძლიერე, ეს ძალიან ძვირფასი და დასაფასებელია“, –

,თუ ხარ ძლიერი ქალი, იქმნება შირმა, სადაც შენ არ გაქვს ემოციები და სისუსტეები…" – ქეთი ხიშტოვანი

,,თუ ხარ ძლიერი ქალი, იქმნება შირმა და ამ შირმის ერთ მხარეს შენ არ გაქვს პიროვნული თვისებები, რაც მოვლას საჭიროებს, არ გაქვს ემოციები და სისუსტეები, მაგრამ არსებობენ ადამიანები ვინც, შირმის მეორე მხარეს ხედავენ და ამჩნევენ შენს რეალურ ღირებულებებს, რაზეც დგას ეს სიძლიერე!" – ქეთი ხიშტოვანი ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 13 მარტი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g