ხათუნა ჟორდანია გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო.
ხათუნამ გადაცემაში გულწრფელად და ემოციურად ისაუბრა.
მან საუბრის დროს, ერთ-ერთი მძიმე პერიოდი გაიხსენა, რაზედაც ატირდა.
„როცა დასრულდა სენთან ჩემი ბრძოლა, ეს ის პერიოდი იყო, როცა ძალიან მძიმე ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი უახლოესი მეგობრის, ჩემს ხელში გაზრდილი შვილი გარდაიცვალა ავტოავარიაში და სწორედ ამ გასვენების მერე წავედი მე კვლევაზე.
როდესაც ეს მითხრეს, მერჩივნა, რომ ლადო ყოფილიყო ცოცხალი და მე ეს დიაგნოზი მქონოდა.
რა თქმა უნდა, ის სიხარული რაც გამოჯანმრთელებას უნდა მოეტანა, აღარ არსებობდა,“ – აღნიშნა ხათუნამ.
ვიდეო: „იქით სიკვდილი იყო და აქეთ სიცოცხლე.. ნინიმ სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან“