LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეშმაკის ბრძოლები გავიარე მონასტრის გზაზე.. ბოლოს რომ დავეცი, ვეღარ ვდგებოდი, ზურა და კიდევ ერთი ადამიანი ჩამოვიდნენ და ხელში აყვანილე ამიყვანეს. ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდი, რომ ღმერთი ჩემთანაა“ – ხათუნა ჟორდანია

6941
Untitled design (54)

გადაცემაში „დღის პოსტი“ ხათუნა ჟორდანიამ სიზმარი გაიხსენა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ღმერთის წყალობით შეძლო დაავადების დამარცხება.

„ძალიან დიდი თოვლი და აღმართი იყო. მივხვდი, რომ აღმართზე ვეღარ მივდიოდი. ზურა სხვა მხრიდან წავიდა და მე და ნინი სხვა მხრიდან ავდიოდით. ეკლესია რომ დავინახე, იქ დამემართა ეშმაკის ბრძოლები. ვეჩხუბებოდი და თან გამწარებული ვურტყამდი. ვეუბნებოდი, რატომ წამომიყვანე, აქ რა მინდოდა-მეთქი. თან რომ გამემწარებინა, პალტოს ვიხდიდი და თოვლში ზურგით ვწვებოდი. ჭირვეული ბავშვივით ვიქცეოდი. ბოლოს რომ დავეცი, ვეღარ ვდგებოდი, ზურა და კიდევ ერთი ადამიანი ჩამოვიდნენ და ხელში აყვანილე ამიყვანეს. ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდი, რომ ღმერთი ჩემთანაა და ასე რომ არ იყოს მე ვერანაირი ძალებით ამ დაავადებას ვერ მოვერეოდი“. – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

ხათუნა ჟორდანია: „ვენები აღარ მიჩანდა, ფეხში და ფეხის თითებში მიკეთებდნენ გადასხმებს..ეს ყველაზე მძიმედ მახსენდება, ჩემი განვლილი გზიდან“

ვიდეო: „იქით სიკვდილი იყო და აქეთ სიცოცხლე.. ნინიმ სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები