სოხუმში დაწყებული სიყვარულის ისტორია, რომელიც 40 წლის შემდეგ განახლდა. ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი 15 წლის ასაკში, აფხაზეთში გაიცნეს.
ემიგრაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად, წყვილი წლების შემდეგ ერთმანეთის სიყვარულმა გააერთიანა და ამის შესახებ „რუსთავი2“-თან საუბრობენ.
„ზოგჯერ არ გვჯერა ერთმანეთს, რომ ვხედავთ. ემზარ შენ ხარ? ვეკითხები.. ნინო ჩემი რიჟა გოგო შენ ხარ? და ასე ვართ..
40 წლიანი წყვეტის შემდეგ, ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა ამერიკაში. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ემზარი ჯარში იყო ჩასული და ახლა ჩამოვიდა. თითქოს დრო გაჩერდა ჩვენს ირგვლივ და უცებ, 40 წლის შემდეგ აღმოვჩნდით ამ რეალობაში.
ისეთივე შეყვარებულები ვართ, როგორიც 15-16 წლის ასაკში. 3 თუ 4 დღეა, რაც ერთად ვართ და ზუსტად ისე ვცელქობთ, როგორც მაშინ. 40 წლის მერე, ჩვეულ რეჟიმში, როგორც ოჯახმა გავაგრძელეთ ცხოვრება.
გიყვარდეთ გულწრფელად. სიყვარული არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები. სიყვარული მუდმივი ურთიერთობა და შრომაა. ყველაფერი უნდა სცადო, რომ ის სრულყოფილი იყოს. არ მოგერიდოთ, ერთმანეთს უთხრათ – მიყვარხარ“, – ამბობს ნინო კვარაცხელია.
ემზარ ჯღარკავა: „40 წლის წინ ვუთხარი მე მას, „ნინო ის ბიჭი ვარ, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდი და მე მოვედი მეთქი“. მერე სოციალურ ქსელში, რომ ვიპოვე მაშინაც ეს მივწერე. ამერიკაში რომ ჩამოვფრინდი, ვნახე ნინო და ვუთხარი – მე მოვედი“.
ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა
?? სოხუმში დაწყებული სიყვარულის ისტორია, რომელიც 40 წლის შემდეგ განახლდა?? სოხუმში დაწყებული სიყვარულის ისტორია, რომელიც 40 წლის შემდეგ განახლდა? ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი 15 წლია ასაკში, აფხაზეთში გაიცნეს? ემიგრაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად, წყვილი წლების შემდეგ ერთმანეთის სიყვარულმა გააერთიანა? სალომე კახეთელიძის სიუჟეტიPosted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on Sunday, November 26, 2023