იტალიელმა ექიმებმა ცოტა ხნის წინ ჩატარებული ოპერაციის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ უკრავს კაცი საქსოფონზე მაშინ, როცა მას ტვინის ოპერაციას უკეთებენ.
შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ქირურგიული ჩარევა მთელი 9 საათი გრძელდებოდა და 35 წლის პაციენტი მთელი ამ პროცესის განმავლობაში უკრავდა.
მედიკოსთა ინფორმაციით, ისეთი ქმედებები როგორიცაა დაკვრა, საუბარი, მოძრაობა, დათვლა და რაღაცების გახსენება – მათ ეხმარებათ ტვინის სხვადასხვა უბნის ფუნქციონირება უფრო ნათლად დაინახონ და შესაბამისად ოპერაციაც უფრო მარტივი ხდება.
საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტს სიმსივნე ამოკვეთეს.