LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომაკვდავმა მამაკაცმა საქორწინო საჩუქრად ახალი გული მიიღო

218
heart-operation

მომაკვდავმა იტალიელმა მამაკაცმა, რომლის ბოლო სურვილიც საყვარელ ქალზე დაქორწინება იყო, საქორწინო საჩუქრად ახალი გული მიიღო. საოცარი ისტორია Daily Mail-მა გაავრცელა.

ქალაქ ტურინში მცხოვრები 47 წლის მაურიციო კალორიო და მისი 42 წლის შეყვარებული სილვია დუკა ერთმანეთს 6 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. წყვილს ერთი ქალიშვილიც შეეძინა. მაურიციომ ქორწილი რამდენჯერმე დაგეგმა, თუმცა Covid-19-ის პანდემიის გამო ყველაფრის გადადება მოუხდა.

ცოტა ხნის წინ მამაკაცმა ინფარქტი გადაიტანა, საავადმყოფოში მოხვდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატით არსებობდა. იტალიელს გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა, თუმცა შესაფერისი დონორის მოძებნა ვერა და ვერ მოხერხდა. შეყვარებულებმა არ იცოდნენ, იცოცხლებდა თუ არა კალორიო ქორწილამდე, ამიტომ გადაწყვიტეს ცერემონია პირდაპირ საავადმყოფოში მოეწყოთ. პალატა ბუშტებითა და სამედიცინო თაიგულებით გააფორმეს.

ცერემონიიდან სულ რამდენიმე საათში კი პაციენტს შეატყობინეს, რომ ნეაპოლში დონორი უპოვეს. სპეციალური რეისით გული ტურინში ჩამოიტანეს და იმავე საღამოს ოპერაციაც გაკეთდა.

„იმ საღამოს ნამდვილი სასწაული მოხდა. ქორწილის შემდეგ წარმოუდგენელი საჩუქარი მივიღეთ – ახალი გული მაურიციოსთვის. ტრანსპლანტაციის გარეშე მას გადარჩენის შანსი არ ექნებოდა“ – განაცხადა ბედნიერმა სილვიამ.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ამჟამად მაურიციო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რეაბილიტაციას გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები