„იწვევს თუ არა ლაზერული ეპილაცია კიბოს“, – ამ კითხვას დერმატოლოგი ზაზა თელია პასუხობს.
დერმატოლოგი „მედგიდში“ იმყოფებოდა სტუმრად და განმარტა, რომ ლაზერული ეპილაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა. მისივე განცხადებით, ლაზერული ეპილაცია არ იწვევს უშვილობას.
„არა, რა თქმა უნდა, ამის მონაცემები არ არსებობს. ლაზერული ეპილაცია აბოსლუტურად უსაფრთხოა. ეს არ არის ულტრაიისფერი სხივი. ულტრაიისფერი სხივია მაგალითად, სოლარიუმში, ან მზის ულტრაიისფერი სხივები, რომელიც ასოცირებულია კიბოს განვითარებასთან.
ლაზერი არ არის ულტრაიისფერი სხივი, შესაბამისად, ის კიბოს გამომწვევი მიზეზი ვერ იქნება.
ლაზერული ეპილაცია არ იწვევს უშვილობას და ამის მონაცემები არ არსებობს. ვერანაირად ასოცირებული ვერ იქნება იმიტომ, რომ ასეთ სიღრმეს ვერ აღწევს და გავლენას ვერ ახდენს. ენდოგენურ ჯირკვლებამდე ვერ აღწევს, რომ გარკვეული ტიპის ჯირკვალი დააზიანოს“, – აცხადებს ზაზა თელია.
