ჯგუფის 30 Seconds to Mars ფრონტმენი და მსახიობი, ჯარედ ლეტო გადაცემაში Sunday Sitdown იყო მიწვეული. როგორც ჩანს, პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფი არტისტისთვის ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. მისი განცხადებით, მან კარანტინის პერიოდში ბენდისთვის დაახლოებით 100 კომპოზიცია შექმნა. როგორც ინტერვიუდან ვიგებთ, კოლექტივი სულ მალე ახალ ალბომსაც გამოუშვებს.
„კარანტინის დროს დაახლოებით 100 ახალი სიმღერა დავწერე. მალე ბენდი კიდევ ერთ ალბომს გამოუშვებს. იმედია მსოფლიო სულ ცოტა ხანში ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდება და ტურნეს გამართვასა და ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებას კვლავ შევძლებთ“, – განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა.