LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჯიპს“ მეხი ოთხჯერ დაეცა

44
jeepnews

ქსელში გავრცელა ძალიან ეფექტური ვიდეო, რომელიც კანზასის შტატში ჭექა–ქუხილის დროს ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო. კადრებში შავი ფერის Jeep Grand Cherokee გზაჯვარედინის წინ ჩერდება, რათა მოტრიალდეს. მოულოდნელად ყველგანმავალს მეხი ეცემა, თანაც ერთხელ კი არა ოთხჯერ.

ინციდენტის დროს Jeep Grand Cherokee–ში ოჯახური წყვილი და მათი ორი შვილი იმყოფებოდა. ოჯახი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათი ავტომობილი მილიონობით ვოლტს მოიზიდავდა. საბედნიეროდ, ავტომობილის ძარა ისეა დაპროექტებული, რომ ელექტრონულ მუხტს მიწისკენ მიმართავს.

ასეთი კონსტრუქციის დამსახურებით კროსოვერის მგზავრები უვნებლად გადარჩნენ და მხოლოდ ემოციური შოკი მიიღეს. სერიოზულმა დარტყმამ ავტომობილის ელექტრონიკა მწყობრიდან გამოიყვანა და მეპატრონს სავარაუდოდ მისი მთლიანად შეცვლა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები