ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ,,ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებს, რომ პოლიციამ მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
მისი თქმით, სამართალდამცველებისთვის მის შეზღუდულ შესაძლებლობებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან არაფერი აინტერესებდათ.
,,ერთი ბალონი დამაცალეს, ისე, რომ ვერაფერი ვეღარ დავინახე. ახლაც ამ წუთას ვერაფერს ვერ ვხედავ. თან ჯოხით ვდგავარ, ინვალიდი კაცი ვარ. არაფერი აინტერესებდათ, დავალება იყო, რომ ჩაექოლათ ყველა. უნდოდათ, გამოეჩინათ ძალა, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები. ამ ხნის კაცი ვდგავარ და ყველანაირ პირობას ვქმნი, რომ კანონის დარღვევა არ მოხდეს და კანონის დამცველი რომ კანონს დაარღვევს ის ყველაფერზე წამსვლელია”, – აცხადებს რამიშვილი ,,ტვ პირველთან”.