LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს – მომღერალი მოსახლეობას მიმართავს

150
კახაბერ ცისკარიძე

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

მომღერალი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის მოსახლეობას მიმართავს.

„გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ კახაბერ ცისკარიძე, პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი ბათუმის მერობაზე. 23, 24 და 25 აგვისტოს, 26 მაისის პარკის შესასვლელთან დაგხვდებით მუსიკით, ღიმილით და ერთი უბრალო თხოვნით, მომიწეროთ ხელი ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატობაზე, რომ ერთად ავაღორძინოთ ჩვენი ქალაქი”, – ამბობს მომღერალი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში

ცნობისთვის, კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში 2017 და 2021 წელსაც მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g