LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახაბერი ბათუმის მერობისთვის მეორედ იბრძოლებს: ტურისტული ქალაქია, შესაბამისად, უფრო აპოლიტიკური მერი მოუხდებოდა

110
კახუჩელა

მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი კახა ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკოსი ოთხი წლის წინათ ცდილობდა მისი მშობლიური ქალაქის მერი გამხდარიყო, თუმცა პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

„კახაბერი – კახა მერი. ეს ფორმულირებაა, თუ როგორ ტრანსფორმაციას განვიცდი მე ცხოვრებაში“,- ამბობდა 2017 წელს კახა ცისკარიძე.

ბათუმის მერობისთვის კახაბერი 2021 წელსა იბრძვის.

„ჩემი მიზანია, გავხდე ქალაქ ბათუმის პირველი დამოუკიდებელი აპოლიტიკური მერი – ქალაქის პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება, ეს არის მისი მიზიდულობის მთავარი ძალა“, – განაცხადა კახა ცისკარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

როგორც ის აღნიშნავს, ბათუმი ტურისტული ქალაქია და „აპოლიტიკური მერი მოუხდება“.

“ჩემი მიზანია, პირველ რიგში, მერის პოზიცია, როგორც პოლიტიკოსის, გამოვიყვანო პოლიტიკური პოზიციიდან, არ არის სავალდებულო პოლიტიკოსი პოლიტიკური პარტიიდან იყოს. ვფიქრობ, ბათუმის მერი აპოლიტიკური უნდა იყოს. ჩემი მიზანია, გავხდე ქალაქ ბათუმის პირველი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური მერი. ბათუმი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად, ვფიქრობ, უფრო აპოლიტიკური მერი მოუხდებოდა.

მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო. მე ვარ მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც იჯდა ცენტრალურ პარკთან. პირველი პრეცედენტია, რომ პირადად კანდიდატი იყო გამოსული ქუჩაში და ხელმოწერებს აგორვებდა“, – აღნიშნავს ცისკარიძე.

როგორც კახაბერ ცისკარიძე განმარტავს, ხელმოწერების შეგროვებაში ცნობადობა დაეხმარა.

„ქალაქ ბათუმის მერის პოზიციას ცოტა სხვანაირად ვხედავ. რაც შეეხება ცნობადობას, დიახ, შესაძლებელია, რომ ცნობადობა დამეხმარა ხელმოწერების შეგროვებაში, რამაც პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი გამხადა. აღმოჩნდა, რომ პირველი განმცხადებელი ვარ, დამოუკიდებელ კანდიდატობაზე, ეს უკვე ვფიქრობ, საინტერესო პროცესია.

4 წლის წინანდელი პროგრამიდან მინდა გავიხსენო, რომ პირველი ადამიანი აღმოვჩნდი, რომელმაც ქალაქ ბათუმს პრიორიტეტი მისცა. ყოველთვის ვამბობ, რომ ქალაქს პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს, პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება, ეს არის მისი მიზიდულობის მთავარი ძალა, როგორც ჩვენი ქვეყნის, მითუმეტეს, ქალაქ ბათუმის.

აქცენტი უნდა გაკეთდეს კულტურაზე, ხელოვნებასა და განათლებაზე, ასევე სხვა უამრავ საკითხზე, რომელსაც კულტურა და ხელოვნება მოიცავს. არცერთი მერი არ აგებს თვითონ არც გზას და არც გაყვანილობა გაყავს, მოდით, ამაში შევთანხმდეთ, ამისთვის კვალიფიციური კადრები არსებობს“, – აღნიშნავს ცისკარიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები