LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კახი კავსაძე ამბობდა, ღიმილი და სიყვარული ყველაფერს გადაარჩენსო… ჩემი სიცილი გულიდან წამოსული რეაქცია იყო… არ შეიძლება მქონოდა აგრესია,  რადგან იქ ყველა ქართველი იყო, ისიც, ვინც უკნიდან მექაჩებოდა…“ – აქციის მონაწილე, რომელმაც მოქალაქეებს ემოციური კადრით დაამახსოვრა თავი

161
შალვა ჭიღლაძე

უკვე თვეზე მეტია დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

გადაცემამ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მაყურებელს ის ადამიანები გააცნო, რომლებიც უწყვეტ აქციებში მონაწილეობდნენ.

შალვა ჭიღლაძე ერთ-ერთია მშვიდობიან დემონსტრანტებს შორის, რომელმაც რუსთაველის გამზირზე გამართულ ერთ-ერთ აქციაზე განსაკუთრებული კადრით დაამახსოვრა მოქალაქეებს თავი.

„მაგ მომენტში ჩემი სიცილი ბურებრივი, გულიდან წამოსული რეაქცია იყო, რადგან იქ სხვა რეაქცია უბრალოდ არ შეიძლება მქონოდა, არ შეიძლება მქონოდა აგრესია, იმიტომ რომ იქ ყველა ქართველი იყო, ისიც ვინც წინ იდგა, ისიც, ვინც უკნიდან მექაჩებოდა… 25 წლის ბიჭი იყო, რომელსაც ურტყამდნენ და გამოვესარჩლე… არ შეიძლებოდა, რომ ამათთან ადამიანს რაიმე აგრესია ჰქონოდა. კახი კავსაძე ამბობდა, ღიმილი და სიყვარული ყველაფერს გადაარჩენსო, სხვა არც შეიძლება…“

გმირი #7 – შალვა ჭიღლაძე

გმირი #7 – შალვა ჭიღლაძე ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 22 მაისი, 2024

ცნობისთვის, 14 მაისს, პარლამენტმა 84 ხმით მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები