მომღერალი ნატალია ნაყოფია ახალი სიმღერის მონაკავეთს აქვეყნებს და წერს, რომ მის სიმღერაში, ბექებში მეგრული სიმღერაა გამოყენებული.
„კარგად თუ დააკვირდებით, გოგონები ბექებში მეგრულად მღერიან. „უსქანეთ მა, ვადმარინე მა“, რაც ითარგმნება „უშენოდ ვერ ვერ ვიქნები/ვიარსებებ – მეგრული ხალხური სიმღერიდან „ვაგიორქო მა“.
მსმენელებმა ეს ფაქტი დადებითად შეაფასეს და ნატალიასთვის დადებითი კომენტარები არ დაიშურეს.
„ეს ხმის ტემბრი და ჟღერადობა არასდროს მომწყინდება“, „ოქროს გოგო ხარ“, „სუპერ მომღერალი ხარ“ , – უწერენ კომენტარებში გამომწერები.