LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კარგი მამის ნიჭიერი შვილები! საუკეთესოები ხართ“ – დათო არჩვაძე შვილებთან ერთად ამღერდა

328
დათო არჩვაძე

მომღერალი დავით არჩვაძე სამ შვილთან ერთად „ტვ პირველის“ გადაცემას „შუადღე Live“-ს ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ გადაცემაში შედგა პატარა არჩვაძეების მუსიკალური დებიუტი. როგორც დათო არჩვაძემ აღნიშნა, ნიკოლოზმა, გიორგიმ და მარიამმა სულ ახლახან დაიწყეს მუსიკალურ სტუდიაში სიარული.

„აღმოჩნდა, რომ ჩემზე უკეთესად მღერიან. უკვე ხმებში ვმღერით. ეს სიმღერა სპეციალურად მოვამზადეთ და თქვენთვის ვიმღერებთ“, – აღნიშნა დავით არჩვაძემ.

მამისა და შვილების პირველმა ერთობლივმა, საჯარო შესრულებამ მსმენელისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

„რა ამაყია ამ დროს მამა“, „საუკეთესოები ხართ არჩვაძეებო“, „კარგი მამის ნიჭიერი შვილები“, „საუკეთესო ადამიანის კარგი შვილები“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

"მოდი გაზაფხულო" – დათო, ნიკოლოზ, გიორგი, მარიამ არჩვაძეები

🎵 "მოდი გაზაფხულო" – დათო, ნიკოლოზ, გიორგი, მარიამ არჩვაძეები #შუადღელაივი #ტვპირველი #ბავშვთადღე #დათოარჩავძე #ნიკოლოზიმარიამიგიორგი

Posted by შუადღე Live • Shuadge Live on კვირა, 01 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g