LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კარგი რა, ამაზე ნერვიულობ?“ – როგორ წარმოუდგენია გიორგი ქოჩორაშვილს მომავალი კარიერის დასრულების შემდეგ და რა ეხმარება დიდი შიშის გადალახვაში

309
გიორგი ქოჩორაშვილი

„ფსიქოლოგთან ვიყავი, მკითხა – რა არის შენი მიზანი როგორ წაგმოგიდგენია მომავალი, რომ შენ 10, 15 წელში უკვე დიდი ფეხბურთელი რომ იქნები და დამთავრებული გექნება შენი კარიერა?“ – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი europop – თან საუბრობს.

ფეხბურთელი ამბობს, რომ მისი ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად რომელიმე დიდ ტურნირზე თამაში იყო, ამის შესახებ კი დიდი ხნით ადრე თავად დაწერა:

„ფსიქოლოგთან ვიყავი, მკითხა – რა არის შენი მიზანი როგორ წაგმოგიდგენია მომავალი, რომ შენ 10, 15 წელში უკვე დიდი ფეხბურთელი რომ იქნები და დამთავრებული გექნება შენი კარიერა? –  მე ვუთხარი, მინდა უმაღლეს დონეზე ვითამაშო, რომ ვიყო პრიმერა დივიზიონში და ყველაზე მეტად გულში რაც მაქვს მინდა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად რომელიმე დიდ ტურნირზე ვითამაშო და ეს იყო სწორედ ამ წლის დასაწყისში…

დაწერილი მქონდა ამის შესახებ, წერა მიყვარს ძალიან. წერა მეხმარება დიდი შიშის გადალახვაში, მაგალითად თამაშამდე, როდესაც ძალიან ვნერვიულობ – სწორედ ამის კონტროლში მეხმარება წერა. ვწერ იმაზე თუ რაზე ვნერვიულობ. მერე, რომ ჩაივლის ყველაფერი და ვხედავ ჩემს ნაწერს, ჩემს თავს ვეუბნები, კარგი რა ამაზე ნერვიულობ? 

სეზონამდე რომ გადავხედე ჩემს ნაწერს, მენახა რა იყო ჩემი მიზანი – და ეს იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მაღალ ფორუმზე თამაში, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაში, მაშინვე ვიფიქრე დროა ახალი ოცნება დავწეროთქო, ასეთი ოცნება არავის ახდენია“ – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

გიორგი ქოჩორაშვილი | გასვლითი შეხვედრა

😍 | ამ ბიჭს მოედნის მიღმაც კარგად უნდა იცნობდეთ 👌 📺 | ნახეთ გასვლითი შეხვედრა ქოჩორასთან: https://eb.ge/kochora

Posted by europop on ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g