პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომელსაც ორი თვის განმავლობაში გერმანიის კლინიკაში მკურნალობდნენ, 20 აგვისტოს სამედიცინო დაწესებულებიდან ბინაზე გაწერეს.
სასიხარულო ინფორმაცია და კლინიკიდან გაწერის ემოციური კადრები გაბრიელის დედამ, თაკო ბარბაქაძემ საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში გაუზიარა ტექსტით: „კარგად იყავით“.
ცოტა ხნის წინ, თაკო ბარბაქაძემ გამოაქვეყნა პატარა გაბრიელის ახალი კადრები, რომლებიც კლინიკიდან გაწერის შემდეგ, სახლშია გადაღებული.
„სახლის სიტკბოებიდან“ – წერს ვიდეოს აღწერაში თაკო ბარბაქაძე.
