მიჩიგანის შტატში კარლოს სანტანა კონცერტს მართავდა. 40 წუთიანი პერფორმანსის ბოლოს, როდესაც ის კომპოზიციას, Joy ასრულებდა, მან გონება დაკარგა და სცენაზე დაეცა. 74 წლის არტისტი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კლინიკაში. მას არაერთი ჩაუტარდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ არტისტი ცუდად გადაღლისა და გადახურების გამო გახდა.
მუსიკოსთან დაახლოებული პირი პრესასთან აცხადებს, რომ სანტანა ახლა თავს უკვე კარგად გრძნობს. თუმცა ამ ეტაპისთვის არტისტის მონაწილეობით ყველა კონცერტი გაუქმებულია.
Carlos Santana waved to clapping fans as he’s helped off the stage pic.twitter.com/YA55N4QCZe
— philip lewis (@Phil_Lewis_) July 6, 2022