რა არის ჯანსაღი კბილების საიდუმლო და რომელი უფრო მავნეა კბილებისთვის – ხილი თუ შოკოლადი? – თემაზე გადაცემაში Kotcast-ი სტომატოლოგმა, ნათია კეთილაძემ ისაუბრა.
სპეციალისტი ამბობს, რომ კბილის ჯანმრთელობისთვის, ბევრად მავნეა ხილი, მაგალითად ვაშლი, ვიდრე შოკოლადი.
„ალბათ ყველა იტყვის შოკოლადს, რადგან ტკბილია, მე კი გეტყვით, რომ ეს შეიძლება იყოს ვაშლი ან სხვა ნებისმიერი ხილი.
რაღაც მითიც დავამსხვრიეთ, რადგან ხილი, იმის გარდა, რომ შეიცავენ მარტივ ნახშირწყლებს, ასევე შეიცავენ ორგანულ მჟავებს, რომელთა დიდი ხნით დაყოვნება პირის ღრუში, უფრო მავნე შეიძლება იყოს, ვიდრე შოკოლადი.
რაც შეეხება ტკბილეულს, ჩვენი პირის ღრუსთვის მავნეა ის ტკბილეული, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყოვნდება პირის ღრუში.
მაგალითად „ჩუპა-ჩუპსის“ კანფეტები, კარამელი, მაგალითად ნუგა რომელიც ეწებება კბილებს და შესაძლოა ხანგრძლივად დარჩეს კბილის ღარებში.
ასევე გოზინაყი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თაფლზეა დამზადებული და ამ საკვებზე ბევრი დადებითი გვესმის, შესაძლოა დიდი ხნით ჩაიჟონოს კბილთა შორის და დარჩეს.
მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ მრავალი წელია კარიესი არ მაქვს, რადგან ამას ვუთმობ დიდ დროს. ეს არის 7, 8 და 10 წუთიანი რუტინა ყოველ დილასა და საღამოს“, – ამბობს ექიმი.