LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კესარია, ეს შენთვის ჩემო პრინცესა, ტკბილად იძინე“ – მოკლული კესარია აბრამიძისთვის ულამაზესი, თეთრი კაბა შეიკერა

1084
2024-09-22_01-38-00_697782

მოკლული კესარია აბრამიძისთვის დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ულამაზეს თეთრ კაბას ამზადებს.

კადრებს სოციალურ ქსელში ინდირა ჯგერნაია გვიზიარებს.

„კესარია, ეს შენთვის ჩემო პრინცესა, ტკბილად იძინე. ნეტავ თუ ხედავ, რა ხდება უშენოდ“, – წერს ინდირა ჯგერნაია.

„მე მაქვს ეს ვიდეო და აუცილებლად დავდებ…“ – მომღერალი ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად კანონით დადგენილ ვადაში წაუყენებენ, რის შემდეგაც, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით, 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.

„დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ… თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი“ – კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობებიან

მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.

მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.

„ოჯახი 10 წელია თბილისშია – სადღაც დაწესებულებაში დაცვად მუშაობდა… ამ დილით, ტელევიზიით ვნახე რომ დაუჭერიათ“ – რას აცხადებენ დაკავებულის ოჯახის წევრები

კესარია აბრამიძის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია, ის ექსპერტიზაზე შემთხვევის ადგილიდან გუშინ გადაასვენეს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g