კეტი ჰოლმსის მონაწილეობით ბოლო ფილმი ეკრანებზე სამი წლის წინ გამოვიდა. ამჯერად კი მსახიობი ახალ ამპლუაში გვევლინება. ის საშინელებათა ფილმში „თოჯინა 2: ბრამსი“ მთავარ როლს ასრულებს.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ოჯახი ხილშირში დიდი სახლს ყიდულობს და საცხოვრებლად გადმოდის. თავის მხრივ სახლი უდიდეს საიდუმლოს მალავს, სახლის ბაღში თოჯინაა დამარხული, რომელსაც ოჯახის პატარა წევრი პოულობს და საშიში ისტორიებიც აქედან იწყება.
ფილმი 2015 წელს გამოსული კინოსურათის „თოჯინას“ გაგრძელებაა. მსოფლიო პრემიერა 19 თებერვალსაა დაგეგმილი.