ჯენიფერ ლოპესი „ოქროს გლობუსების“ შემდგომ გამართულ წვეულებას სპეციალურად მისთვის შექმნილი, უმშვენიერესი ვერცხლისფერი კაბით დაესწრო, რომელიც თანამედროვე გლამურსა და დახვეწილ ჰოლივუდურ იერს აერთიანებდა.
მედიაში უკვე გავრცელდა ფოტოები, რომელშიც 56 წლის ვარსკვლავი თავის ერთგულ და საოცრად სიმპათიურ პირად მცველთან ერთად ხელიხელჩაკიდებული გადაადგილდება.
„კევინ კოსტნერზე სიმპათიურია!“, „სწორედ ასეთი ახალგაზრდა მამაკაცი სჭირდება ჯეი ლოს“„კლასიკური ჰოლივუდური სცენარი“, „საოცრად უხდებიან ერთმანეთს“, „საოცრად სიმპათიურია“, – არ წყდება კომენტარები
აღსანიშნავია, რომ ჯეი ლოსთან ახალგაზრდა პირადი მცველი 2024 წლიდან მუშაობს.
კლასიკური ჰოლივუდური სცენარი – ჯეი ლო პირად მცველს გაუმიჯნურდა – უახლესი ფოტოები