პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კონოფესტივალის გახსნაზე ულამაზესი წითელი კაბით გამოჩნდა, მის ყელს კი Cartier-ის მწვანე ფერის ყელსაბამი ამშვენებდა.
მომხიბვლელი მუსიკოსი წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში პოზირებდა, შემდეგ კი თაყვანისმცემლებთან ფოტოებიც გადაიღო.
ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ხატია ბუნიათიშვილის დედამ, ნატალია ბუნიათიშვილმა გამოაქვეყნა.
“ხატია ვენეციის კინოფესტივალის გახსნაზე კარწიეს თანხლებით. ვამაყობ დედი შენით, ჩემო ბედნიერებავ”, – დაწერა ნატალიამ ფეისბუქში.
ცნობისთვის, ხატია 2020 წლიდან Cartier-ს სახეა.