ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემაში „პირველი სტუდია” სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან კატასტროფულად არასწორი განცხადება იყო:
„სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით კატასტროფულად არასწორი განცხადება იყო. გავჯიუტდი და ვამბობდი მე ბოდიშს არ მოვიხდი – ხატია ბუნიათიშვილმა დამირეკა და მითხრა, მოდი მე შენ ამ საკითხზე სულ სხვანაირად შეგახედებ. მითხრა წარმოიდგინე, რომ შენი შვილი მარიამია, რას იზამდი? ხატია ბუნიათიშვილმა სწორად დამანახა საკითხი, მივხვდი, რომ დავუშვი დიდი შეცდომა… ” – იხსენებს ნანუკა.
""ხატია ბუნიათიშვილმა სწორად დამანახა საკითხი" – ნანუკა ჟორჟოლიანი"მე მქონდა კატასტროფულად არასწორი განცხადება და ხატია ბუნიათიშვილმა სწორად დამანახა საკითხი" – ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემა სრულად 👇 https://www.youtube.com/watch?v=tzxAz9EOGdE
Posted by პირველი სტუდია • Pirveli Studia on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024