LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხატია ჩემთვის ჯეკპოტია…ამდენი წელია ერთად ვართ, სამი შვილი გვყავს და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად გვიყვარდება ერთმანეთი” – დათო ფორჩხიძე

10041
BeFunky-collage - 2023-05-15T015410.921

მომღერალი დათო ფორჩხიძე ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის, „ნოესთან” სტუმარია, სადაც მეუღლის შესახებ საუბრობს.

როგორც დათო აღნიშნავს, ხატია მისთვის ჯეკპოტია და ერთმანეთი დღეს კიდევ უფრო მეტად უყვართ.

„სახლის ტელეფონზე საათობით ვსაუბრობდით და აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანია. შემდეგ კონცერტზე დავპატიჟე. დიდი ხანი ვიბრძოლე, რომ მას არ ეფიქრა, მორიგ თაყვანისმცემლად ვთვლიდი. ხატია ჩემთვის ჯეკპოტია. ამდენი წელია ერთად ვართ, სამი შვილი გვყავს და რაც დრო გადის – კიდევ უფრო მეტად გვიყვარდება ერთმანეთი!.

ძალიან მალე მივხვდი, რომ მიყვარდა. ერთხელ ვიკამათეთ და მეგონა იმ ტრიუკს ჩავატარებდი, როგორც ყველა სხვასთან, რომ არ დავურეკავდი, არ მოვიკითხავდი. ვერ გავქაჩე და დავურეკე. მერე მივხვდი, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდი”, – საუბრობს დათო ფორჩხიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები