„თუ კიდურები გვიბუჟდება, რა პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ, რამდენად საშიშია და რა ზომებს უნდა მივმართოთ?“ – ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ საკუთარი რეკომენდაციები ცნობილ ტელესახეს, ხატია შამუგიას გაუზიარა.
პრობლემაზე, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს, ექიმი ამბობს, რომ ხელებისა და ფეხების დაბუჟება საკმაოდ საყურადღებო სიმპტომია:
„ხელებისა და ფეხების დაბუჟება საკმაოდ საყურადღებო სიმპტომია.
ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე მიზეზი იყოს.
პირველ რიგში ეს არის კოაგულაციური ფუნქციის დარღვევა, შესაძლოა იყოს ელექტროლიტური, ანუ მაგნიუმისა და კალციუმის ცვლის დარღვევა.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ხერხემლის პრობლემებია…
სხვა მიზეზებიც შესაძლოა იყოს, თუმცა ძირითადად ეს სამი მიზეზია.
ამიტომ თუ გვაქვს აღნიშნული სიმპტომი, უნდა მივმართოთ ექიმ – თერაპევტს, რომ გამოირიცხოს მიზეზი, აღნიშნული პათოლოგიის…
პირველ რიგში გავიკეთოთ კოაგულოგრამა, უნდა ვნახოთ ნატრიუმისა და კალიუმის მდგომარეობა და თუ გამოირიცხება აღნიშნული პათოლოგია, უკვე მივმართავთ ან ნევროლოგს ან ნეიროქირურგს“, – ამბობს ექიმი.