ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ეხმაურება და „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ „ხელოვნება მუდმივია, დიქტატურა წარმავალი, რაც კანონზომიერებაა და ყოველთვის და ყველაფერში გამოვლინდება“.
„ხელოვნება მაშინ არის მართლა ნამდვილი და სახალხო, როცა სინქრონულად ხალხის მაჯისცემა ჟღერს. ხელოვნება ხალხის მაჯისცემასთან უნისონში როცაა, მაშინ ხდება ის ნამდვილი, ჭეშმარიტი, ეროვნული და რაც მთავარია, სახალხო – სწორედ ასეთი რამ ვნახეთ გუშინ ახალ თეატრთან […] ხელოვნება მუდმივია, დიქტატურა წარმავალი – ეს კანონია. ეს კანონზომიერებაა და ყოველთვის და ყველაფერში გამოვლინდება“, – აცხადებს ლანა ღოღობერიძე.
„ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან“ – კახა კინწურაშვილი