LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხვალ არის მამას დაბადების დღე, რომელსაც უკვე მე-4 წელიწადია მის გარეშე ვხვდებით…გადავწყვიტე ჩემს „იუთუბზე“ ამეტვირთა მხატვრული ფილმი ,,სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, სადაც ახალგაზრდა მამა თამაშობს“ – ქეთი წიკლაური

298
2025-01-22_00-12-40_133839

თემურ წიკლაურის შვილი, ქეთი წიკლაური სოციალურ ქსელში მამის იუბილესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

„მოგესალმებით, მეგობრებო!

ხვალ არის მამას დაბადების დღე, რომელსაც უკვე მე-4 წელიწადია მის გარეშე ვხვდებით.

2025 წლის 22 იანვარს მას შეუსრულდებოდა 79 წელი და ამ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტე ჩემს იუთუბზე ამეტვირთა მხატვრული ფილმი ,,სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, სადაც ახალგაზრდა მამა თამაშობს.

ბევრმა ალბათ არ იცით, რომ ამ, ყველასათვის საყვარელ ფილმში, 23 წლის თემურ წიკლაური ბელაფონტეს როლშია.

გთავაზობთ ამ სურათს, ისიამოვნეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თემური და სხვა ჩვენი საყვარელი და საამაყო მსახიობები.

In memoriam
მომღერალი თემურ წიკლაური“, – წერს ქეთი წიკლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g