LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კიდევაც ვცემ“ – ვინ ცემა ინტერვიუს შემდეგ ელენე სიყმაშვილმა

239
ელენე

პროფესიონალი მოკრივე და სამხედრო მოსამსახურე, ელენე სიყმაშვილი „დღის პოსტს“ სტუმრობდა.

ელენემ გადაცემაში თქვა, რომ ადამიანის შეურაცხყოფა, მით უმეტეს უმიზეზოდ, არ შეიძლება. მსგავსი შეურაცხყოფისთვის კი, ყველას შესაბამის პასუხს გასცემს.

ვიდეო: „არ მიყვარს კაცი ბევრს რომ ლაქლაქებს, მინდა რომ ლაწანი გავადინო… საცოდავ კაცებს ვიზიდავ, ზარმაცებს და მძინარებს, უფულოებს, არაფრის თავი რომ არ აქვთ… მამაკაცი უნდა უვლიდეს საკუთარ სხეულს“ – როგორი მამაკაცები მოსწონთ ძლიერ ქალებს, როგორი უნდა იყოს ელენე სიყმაშვილის და ნია ვაშაკის მოსაზრებით ნამდვილი ვაჟკაცი

„ისეთ რაღაცებს წერენ, სირცხვილია. ერთმა ისე გამომიყვანა წყობიდან, მისამართიც გავიგე, ტელეფონის ნომერიც, სახლთან დაველოდე, გამოვიდა და კარგად მოვცხე.

აი ისე მოვცხე, გემრიელად. ზოგადად, ცემა-ტყეპა მე არ მიყვარს, ეს ჩემი საქმეა მხოლოდ რინგზე, მაგრამ როცა ვხედავ, რომ ვიღაც არარაობა, არაფრის მაქნისი მეხება არასწორად, რომელმაც არ იცის თავისი ცხოვრება როგორ წარმართოს და რა გააკეთოს, ის მე ვერ მომაყენებს შეურაცხყოფას. თუ მომაყენებს, ის მიიღებს. არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობ..კიდევაც ვცემ,“ – თქვა ელენემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები