გორის ქალთან გუნდის ხელმძღვანელი, მუსიკოსი თეონა ცირამუა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ატარებს რეპეტიციას თავის ერთ-ერთ ქალიშვილთან, კირასთან ერთად.
„კიკულიც აკონტროლებს სიტუაციას“, წერს თეონა.
თეონა ცირამუამ დედობაზე და იმაზე, რომ ბავშვებს სამსახურში თან ატარებს, fortuna.ge-სთანაც ისაუბრა:
„ძიძის აყვანა დიდ ხარჯს უკავშირდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ტვინი ორად გამეყოფოდა, აბა, რას შვრებიან, რას აკეთებენ, ტელეფონში ხომ არ არიან თავჩარგულები. რთულია ძიძის აყვანა, რომელიც გაგიმართლებს. ასე მოუსვენრად ყოფნა რეპეტიციის შედეგებზეც იმოქმედებდა. რეპეტიციების დროს არაფერი მახსოვს ხოლმე, რადგან ყველაფერი მოგვარებულია, როცა დედა ხარ, ასე ვერ მოისვენებ. მირჩევნია, ფიზიკურად ვიწვალო და გონებრივად დასვენებული ვიყო… როცა შესვენებაზე გამოვდივარ და ჩემს შვილებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ბავშვები დედასთან უნდა იყვნენ…“
