ქსელში რაიან მერფის ახალი სერიალის – All’s Fair თიზერი გამოქვეყნდა. სატელევიზიო შოუში, რომელიც Hulu-ზე შემოდგომიდან გავა, ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობას ვიხილავთ.
მომავალ პროექტში მთავარ როლს, კიმ კარდაშიანი ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, მისი პერსონაჟი განქორწინების საქმეებში ლოს-ანჯელესის ყველაზე წარმატებული ადვოკატია, რომელსაც საკუთარი იურიდიული კომპანია აქვს.
სერიალში კიმს პარტნიორობას: გლენ ქლოუზი, ნაომი უოტსი, სარა პოლსონი, ნისი ნეში და ტეიანა ტეილორი გაუწევენ.
ცნობისთვის, American Horror Story-ის შემდეგ, კარდაშიანმა მერფისთან მეორედ ითანამშრომლა.
