LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კირა და თუთა სამსახურში ჩემთან ერთად დადიან, ძიძა არ გვყავს“ – თეონა ცირამუა და მისი ოჯახი „ფორტუნას“ ობიექტივში

197
თეონა ცირამუა

რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკა – „ფორტუნასთორი“ გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელს, თეონა ცირამუას ესტუმრა.

„ფორტუნასთორის“ გასულ ეპიზოდში სწორედ თეონა ცირამუასა და მისი ოჯახის შესახებ გიყვებით.

„როცა შესვენებაზე გამოვდივარ და ჩემს შვილებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ბავშვები დედასთან უნდა იყვნენ…“ – თეონა ცირამუა ტყუპ გოგონას სამსახურშიც თან ატარებს

როგორც მუსიკოსი „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, ტყუპებს – კირას და თუთას ძიძა არ ჰყავთ და გოგონები სამსახურში დედასთან ერთად დადიან.

„თან ვერთობით, თან ვიღლებით, სამსახურშიც ჩემთან ერთად დადიან. ძიძა არ გვყავს – რომ წარმოვიდგინე, რომ ძიძა თბილისში უნდა ამეყვანა, მე გორში ვყოფილიყავი რეპეტიციებზე და მთელი დღე ბავშვებს ვერ ვნახავდი, ვთქვი, რომ რაღაც უნდა მოვიფიქრო-მეთქი. ჩემთან მუშაობს ძალიან კარგი ადამიანი, ნონა, მას ვკითხე, თუ მომეხმარები, ბავშვებს მხოლოდ რომ გამოუცვალო-მეთქი, ერთმანეთს ძალიან შეეწყვნენ“, – აღნიშნავს თეონა ცირამუა „ფორტუნასთან“.

თეონა ცირამუა: „5 წელი ვიწვალე, ბავშვი რომ გამეჩინა. თუნდაც შვილი არ მყოლოდა, გოჩას არასდროს უთქვამს, რომ ერთად აღარ ვიქნებოდით, არადა, ამის გამო, წყვილებს სერიოზული უსიამოვნებები აქვთ…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g