კიტ ურბანი ნეშვილში გამართული კონცერტის დროს უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. მან ერთ-ერთ გულშემატკივარს სახელი ჰკითხა ფანმა რაღაც უპასუხა, რაც პუბლიკამ ვერ გაიგო.
„რა? შენი სახელი რატომ არ უნდა მომეწონოს?“ – იკითხა მან.
შემდეგ კი გაირკვა, რომ გოგონას ნიკოლი ერქვა. სახელის გაგონებისას ურბანმა თავი ხელებში ჩარგო, შემდეგ კი გულის წასვლის ინსცენირება გააკეთა.
რამდენიმე წამის შემდეგ მომღერალი წამოდგა და კონცერტი ჩვეულებრივ განაგრძო, ვიდეო კი ვირუსულად გავრცელდა.
წყვილის ხმაურიანი განშორების შესახებ გასულ კვირას ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 57 წლის ქანთრი ვარსკვლავი, სიტუაციას თვალს შორიდან ადევნებს. მომღერალი ამ ეტაპზე გაურბის წითელ ხალიჩაზე გამოჩენასაც და თავს „დამცირებულად“ გრძნობს.
„ამჟამად მისთვის ყველაფერი ზედმეტად უხერხულია. კიტს უბრალოდ არ ჰყოფნის თავდაჯერებულობა, რომ მედიის წინაშე წარდგეს“, – აცხადებს წყარო.
მედიის ცნობით, კიტი მეუღლეს ახალგაზრდა მუსიკოსის გამო დაშორდა. საუბარია 25 წლის გიტარისტ, მეგი ბოსზე, რომელთანაც კიტი ბევრჯერ გადაიღეს.