თედო ბექაური, რომელიც სულ რაღაც 9 წლის იყო, როდესაც ფილმში „გაღმა ნაპირი“ განსახიერებული როლით, მსოფლიომ გაიცნო, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ იხსენებს, როგორ მოხვდა გადასაღებ მოედანზე.
ამის შესახებ თედომ „იმედის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, გადასაღებ მოედანზე შემთხვევით აღმოჩნდა.
„კლინიკაში ვიჯექი ჩემთვის მორცხვად, როდესაც ფილმის რეჟისორი შემოვიდა და შემამჩნია…
მორცხვი ბავშვი ვიყავი, ცელქი არ ვყოფილვარ…
რეჟისორმა ორი ბავშვი შემოიყვანა, ერთ-ერთმა პატარას გამოართვა სათამაშო და მეორეს ჩაარტყა. როცა ამ ფაქტს შევხედე გამეღიმა, ეს ღიმილი დაიჭირა რეჟისორმა და გვერდით დამიჯდა…“ – ჰყვება თედო.
ვიდეო: „ფეხსაცმელი სტკენს, მაგრამ არ იმჩნევს“ – თედო ბექაური „ცეკვავენ ვარსკვლავების კულისებში“