„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში პოლიცია შევიდა. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მისი სოციალური ქსელის LIVE რეჟიმში განაცხადა.
გვარამიას თქმით, ბესიკის ქუჩის 4 ნომერში მდებარე ოფისში პოლიციის 20-ზე მეტი თანამშრომელი გაურკვეველი მიზეზით შევიდა. დასმულ შეკითხვებს კი, რის საფუძველზე აპირებდნენ, ოფისის ჩხრეკას, სამართალდამცველებმა არ უპასუხეს.
„ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად… მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ“ – ნიკა გვარამია
„ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად… მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ“ – ნიკა გვარამია
რამდენიმე წუთიანი პირდაპირი ეთერის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისი ჩხრეკისა და შესვლის მიზეზის დასაბუთების გარეშე დატოვეს.
Posted by Nika Gvaramia on Wednesday 4 December 2024