LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ლადო გავიცანი საერთო მეგობრების წრეში, ყოველთვის იქცევდა ყურადღებას თავისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე, განსხვავებული ტიპი იყო” – ირინა ონაშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრობს

587
BeFunky-collage

ცნობილი მოდელი ირინა ონაშვილი თათია შარანგიას გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა.

ირინამ გადაცემაში გულახდილად ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხი კი რასაც შეეხო თავისი ოჯახი იყო.

ონაშვილმა მეუღლისა და შვილების შესახებ მოჰყვა.

„ლადო გავიცანი საერთო მეგობრების წრეში, ყოველთვის ყურადღებას იქცევდა თავისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე.

იმ პერიოდში განსაკუთრებით მაკლდა ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა ყურადღებით, სითბოთი, მზრუნველობით, მეგობრების სიყვარულით, მხარდაჭერით გარშემომყოფების მიმართ.

განსხვავებული ტიპი იყო იმ პერიოდში.

ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე…თუ მერე ცოლ-ქმარი მეგობრებად დარჩება კიდე უფრო უკეთესია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შენი მეორე ნახევარი უნდა იყოს შენი მეგობარი.

თვითონ არ არის რომანტიკული და ემოციური ტიპი, ძირითადად, ჩვენი განხილვა, კონფლიქტს ვერ დავარქმევ, არის ხოლმე მაგ თემაზე. არ ვარ ეგეთიო ამბობს და რა გავაკეთოო. ოჯახი მალევე შევქმენით.

წამყვანის კითხვაზე, როგორ ახერხებს წყვილი ურთიერთობის ბალანსის შენარჩუნებას 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ირინა ონაშვილმა აღნიშნა:

„ორივე ალბათ ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად, სტაბილური სიმშვიდე იყოს ჩვენთან ოჯახში,” – აღნიშნა ირინამ.

ირინა ონაშვილმა გადაცემაში შვილებზეც ისაუბრა. ცნობილ მოდელს 2 ვაჟი, დათუნა და საბა ჰყავს.

„ორივე მაინც თავისებურია…ბავშვების მერე ყველაფერი თავდაყირა ტრიალებს და აბსოლუტურად სხვა ცხოვრება იწყება.

ყველაზე დიდი ბედნიერებაა დედობა. პატარაობიდან დედობა ჩემთვის განსაკუთრებული ფენომენი იყო.

სულ ვამბობდი, რომ ბავშვი უნდა გაიზარდოს ძალიან მშვიდ გარემოში, ისეთი გარემოცვა უნდა ჰყავდეს, სადაც განვითარდება…

უკვე შეგნებულ ასაკში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს ყველაფერი.

მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ვიყო ის დედა, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ – აქტიური, მოთამაშე, მათხელა,“ – აღნიშნა ირინა ონაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g