მომღერალმა ლელა წურწუმიამ ბენდთან ერთად ბათუმში მორიგი კონცერტი გამართა, რომელმაც ტრადიციულად, ანშლაგით ჩაიარა.
კონცერტზე მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება ლელა წურწუმიასა და მისი ბენდის წევრის, მომღერლის, გიორგი თორაძის პერფორმანსს სიმღერაზე „წვიმს“.
ამჯერადაც, დუეტმა შეძლო თაყვანისმცემლებისთვის დაუვიწყარი წუთების ჩუქება, რასაც მაყურებლის ოვაციები და შეძახილები მოწმობდა.