2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩების შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები გერმანიიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდნენ, საღამოს კი თბილისში გამართული მსვლელობის შემდეგ, მათ ევრო 2024-ზე წარმატებული ასპარეზობა „თეატრში“ აღნიშნეს.
კახი მამულაშვილი Instagram-ზე გვიზიარებს, სადაც ნაკრების წევრები „თეატრის“ სცენაზე, მომღერალ ლელა წურწუმიას სიმღერაზე „ღამის სიჩუმე გაფანტე“ ცეკვავენ.