LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სიმღერაზე მთელი საქართველო რომ ცეკვავს და ერთობა, ვიცი, მაგრამ ამ ჩვენს ბიჭებზე სხვანაირად მიხარია, გეგონება მსოფლიო შედევრი დავწერე“ – რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი ფეხბურთელების მიერ შესრულებულ სიმღერაზე „ღამის სიჩუმე გაფანტე“

973
მაიკო კაჭკაჭიშვილი

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩების შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები გერმანიიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდნენ, საღამოს კი თბილისში გამართული მსვლელობის შემდეგ, მათ ევრო 2024-ზე წარმატებული ასპარეზობა „თეატრში“ აღნიშნეს.

ვიდეო: „კახური სიდინჯე და ბრაზილიური ცეცხლი ერთად“, „ბუდუ მაგრად იქნევ გვერდებს“, „გადარეული ბიჭები“ – გიორგი ქოჩორაშვილის, მისი რჩეულის, ბუდუ ზივზივაძისა და ოთარ კაკაბაძის ენერგიული ცეკვა

მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ მხიარულობდნენ ფეხბურთელები და მათი მეორე ნახევრები – მღეროდნენ და ცეკვავდნენ ცნობილ ჰიტებზე.

ვიდეო: ფეხბურთელები ABBA-ს ცნობილ ჰიტზე აცეკვდნენ – რა კადრებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის შეყვარებული

ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც ფეხბურთელები მღერიან და ცეკვავენ ცნობილ ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, კომპოზიციის ავტორი, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ეხმიანება:

„ამ სიმღერაზე მთელი საქართველო რომ ცეკვავს და ერთობა, ვიცი, შეჩვეული ვარ, მაგრამ ამ ჩვენს ბიჭებზე სხვანაირად მიხარია, გეგონება მსოფლიო შედევრი დავწერე.

PS: გველესიანი რა არისტოკრატულად მოძრაობს და მღერის“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „გადავფარეთ თუ არა ქოჩორას ცეკვა“ – რა კადრებს გვიზიარებს ბუდუ ზივზივაძე

ამ სიმღერაზე მთელი საქართველო რო ცეკვავს და ერთობა ვიცი შეჩვეული ვარ მაგრამ ამ ჩვენ ბიჭებზე სხვანაირად მიხარია გეგონება…

Posted by Maiko Kachkachishvili on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024

ვიდეო: „მამმა მია“-ზე აცეკვებული ფეხბურთელები და მათი ულამაზესი მეუღლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები