ნიკოლოზ რაჭველი ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ლიზა ბათიაშვილის მიწვევით გერმანიაში იმყოფება, სადაც „აუდის“ ფესტივალზე მსმენელის წინაშე უნდა წარდგეს.
მაესტრო აქვეყნებს ვიდეოს ფენომენალური ქართველი მევიოლინეს რეპეტიციიდან და წერს:
„ძალიან საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე მქონდა, დილით მიუნხენის ფილარმონიულ ორკესტრთან ლიზა ბათიაშვილის გენერალურ რეპეტიციას დავესწარი, ნუ არ ვიცი, რა სიამაყეა ასეთი ბრწყინვალე და უკვე ლეგენდარულთა სიაში გადაბარგებული მუსიკოსის მეგობარი რომ ვარ, იმას აღარც ვთვლი, ჩემს დაწერილი „სითი ლაითი” რად აქცია, ყველა კომპოზიტორი თუ გაორკესტრების ოსტატი რომ ინატრებს და ოცნებობს…
ხვალ დიდი დღეა, აუდის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, ფესტივალი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ლიზა, ფესტივალი, რომლის პროგრამაში დანიელ ბარენბოიმის, საიმონ რატლის და სხვა ლეგენდების გვერდით კონცერტები აქვს ცოტნეს, ბექას ზაზასთან და ლევანთან ერთად და მე ჯერ ინგოლშტატელ ჩვენს კამერულთან და შემდგომ უკრაინის ლვოვის საერთაშორისო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად…
ასე რომ ვატიკანის საამაყო მოვლენების პარალელურად, გერმანიაში ჩვენც ვაგრძელებთ ქართული საქმის კეთებას ჩვენი სამშობლოს სიყვარულით და მომავლის იმედით!!!“