LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლიზა ყენიას ახალი ვიდეორგოლი გამოვიდა: „დავკარგე ძალიან ახლო მეგობარი და განვიცდიდი… დედაჩემმა მითხრა, რომ გაიზრდები, კიდევ ბევრ და საინტერესო ადამიანს და მეგობარს შეიძენო… ვინც გუშინ მოიცალეთ! ზოგმა საქმე გადადეთ, ზოგმა მთელი დღე იმუშავა, მეტროთი იმგზავრა და ღამე პრემიერაზე მაინც მოვიდა, მიყვარხართ!“

209
ლიზა ყენია

მაია ჯაბუას ქალიშვილმა, მომღერალმა ლიზა ყენიამ ახალი ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის პრემიერაც აშშ-ში, სადაც ლიზა ბოლო წლებია ცხოვრობს, შედგა.

ლიზამ დიდი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ყველა მონაწილეს და დამხმარეს განსაკუთრებული მადლობა მიუძღვნა:

„დიდი მადლობა მუსიკა – Saint Junkie, მე და ეს ბიჭი ძალიან ბევრ საოცრებას შევქმნით !

უღრმესი მადლობა შენ 🫵🏽Alex Berdz მასტერინგის და მიქსინგის KING :))

GEOproduction მადლობელი ვარ პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი სპონტანურობა, დაუგეგმავობა და ენთუზიაზმი რომ კლიპი გადამეღო ერთ დღეში, -10 გრადუსში იმიტომ რომ მე ვარ ასეთი, მოვიდა იდეა და ან იმ დღესვე უნდა შემექმნა ან არ გამოვიდოდა!

ჰოდა, აი, ეს რომ გაიგეთ და გამომყევით, მადლობა !!! ❤️🥹

Irakli Pachulia გარდა იმისა, რომ მიყვარს ადამიანები, რომლებიც უზომოდ შეყვარებულები არიან თავის საქმეზე, გეტყვი კიდევ ბევრჯერ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მიხარია რომ შეგიძინე! მადლობა!! მადლობა !!!

რამდენ რამეს გადავიღებთ, ხვდები?:))

ჩემს Ubani Midtown -ში მქონდა პრემიერა!

იქ, სადაც თავს ვგრძნობ ბედნიერად, სადაც მიყვარს ის ხალხი ვინც მუშაობს ჩემთან ერთად, მათაც ვუყვარვარ, მაფასებენ და ამას ვგრძნობ ყველა დეტალში! თქვენთან ვარ სახლში!

მახსოვს, ერთხელ დედაჩემმა მითხრა, დავკარგე ძალიან ახლო მეგობარი და განვიცდიდი, ვერ ვეგუებოდი. მაიამ მითხრა, რომ გაიზრდები, „დიდობაში”, კიდევ ბევრ და საინტერესო ადამიანს და მეგობარს შეიძენ და მერე გაგეცინებაო. ვინც გუშინ მოიცალეთ! ზოგმა საქმე გადადეთ, ზოგმა მთელი დღე იმუშავა, მეტროთი იმგზავრა და ღამე პრემიერაზე მაინც მოვიდა, მიყვარხართ! თქვენ ჩემი სამუდამო მეგობრები ხართ!..

I LOVE YOU AMERICA ❤️

ხო ჩემს საავტორო უფლებებს იცავს GMI Rights Management და თქვენი უდიდესი მადლობელი ვარ !

DJ WHY Always By My Side“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g