LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ლიზას გუშინდელი კონცერტი ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად! ყველა ეს მუსიკოსი ჩარტერული რეისით საქართველოსკენ მოემგზავრება, წლების წინ მხოლოდ ოცნება რომ შეგვეძლო, ის ამბავი ხდება“ – რა კადრებს გვიზიარებს თეონა ჯორბენაძე

243
BeFunky-collage (74)

ლიზა ბათიაშვილის კონცერტმა, რომელიც ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად გაიმართა, ბრწყინვალედ ჩაიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მუსიკოსები ახლა უკვე საქართველოში მოემგზავრებიან.

თეონა წერს, რომ კონცერტებს წინანდლის ამფითეატრი და თბილისის ოპერა უმასპინძლებს.

„ლიზას გუშინდელი კონცერტი ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად! და ყველა ეს მუსიკოსი ჩარტერული რეისით საქართველოსენ მოემგზავრება. წლების წინ მხოლოდ ოცნება რომ შეგვეძლო ის ამბავი ხდება. კონცერტებს წინანდლის ამფითეატრი და თბილისის ოპერა უმასპინძლებს. “ევროკონცერტი” ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება, რაც უკავშირდება ორკესტრის დაარსების თარიღს 1982 წლის 1 მაისს. პროექტის  მაშტაბურობის გასააზრებლად ისიც კმარა, რომ ჩვენი ქვეყნიდან პირდაპირი ეთერი ZDF -ის მიერ 140-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა. მადლობა ლიზას ამ ჯადოსნური ამბისთვის, მადლობა დათო საყვარელიძეს, გიორგი რამიშვილს და ყველა ორგანიზატორს. საქართველო ევროპაა და ამის კიდევ ერთი დასტური იქნება ეს საღამოები,“ – წერს თეონა ჯორბენაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები