LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაჭარაშვილმა ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

178
გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ვაშაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომა დაატოვებინა ოპოზიციონერ დეპუტატს გიორგი ვაშაძეს, რომელიც, ოხანაშვილის თქმით, მიკროფონის გარეშე საუბრობდა.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

„თქვენ ყველა ხართ რუსები, ვინც ამ კანონს უჭერთ მხარს“, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის რეპლიკა მოჰყვა. მან გიორგი ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს – 83 ხმით მიიღო.

რუსთაველზე დღეს „საყოველთაო სახალხო შეკრება” გაიმართება – შეკრებილებს მიმართავს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

magti 5g