მომღერალი თამარ ალადაშვილი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლისა და დედამთილის შესახებ საუბრობს.
როგორც ის აღნიშნავს, დედამთილში ძალიან გაუმართლა, რადგან ის საოცარი ადამიანია.
„რომ შეხვალ ოჯახში და როგორც მიიღებ, იქედანაც თითქმის იგივე მოდის. თუ ხედავ რომ იგივე არ მოდის, უფრო უნდა გააკეთილშობილო. მე გამიმართლა, რომ ძალიან კარგი ადამიანი შემხვდა. კარგი დედა და ბებია. ქალი არის პედაგოგი, უზომოდ თბილი, აღზრდილი, გაზრდილი და მადლობა მას რომ ჩემი დედამთილია.
ერთი სული მაქვს მასთან ჩავიდე ხოლმე, რადგან მასთან საუბარი ერთი შემეცნებაა. ჩვენი პირველი შეხვედრა ნამდვილად ამაღელვებელი იყო. როდესაც ადამიანი ხელგაშლილი ჩაგიხუტებს, მერე გულმაც გული იცნო. ჩემი მეუღლის გარშემო ყველა და ყველაფერი შემიყვარდა. ის იმდენად მიყვარს, რომ ბალახიც კი მიყვარს მის გარშემო“, – ამბობს თამარ ალადაშვილი.
ვიდეო: თამარ ალადაშვილი 5 თვის ქალიშვილთან ერთად: „საუბრით და ღუღუნებით ეკონტაქტება მამიკოს…“