LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მაგრად გადავფანტეთ” – ქუთაისში სიყვარულის დღესთან დაკავშირებულმა ლელა წურწუმიას კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

142
მაკა და ლელა

ლელა წურწუმიამ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ბენდთან ერთად ქუთაისში კონცერტი გამართა, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.

ლელას გვერდით, იყო, რა თქმა უნდა, დუეტი „ჯორჯია“ – მან მაკა ზამბახიძესთან ერთად „სადა ხარ“ შეასრულა.

კიდევ ერთი ჰიტი, რომელიც ამჯერად რატი დურგლიშვილსა და მაკა ზამბახიძესთან ერთად შესრულდა, „ღამის სიჩუმე გაფანტე“ იყო.

კონცერტიდან ვიდეომასალა კახა მამულაშვილმა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ღონისძიებამ ანშლაგით ჩაიარა.

სანამ სცენას ლელა წურწუმია დაიკავებდა, მანამდე საზოგადოების გამხიარულებაზე „ჩვენმა ბენდმა“ იზრუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები