მაშინ, როდესაც სხვა ვარსკვლავები სახლებიდან ონლაინ პერფორმანსებს მართავენ და საზოგადოებას თვითიზოლაციის პერიოდში ართობენ, მაილი საირუსი და მისი შეყვარებული, ავსტრალიელი მომღერალი, კოდი სიმპსონი, პირბადეებითა და ხელთათმანებით შეიარაღებულნი, ლოს-ანჯელესის კლინიკას ეწვივნენ.
წყვილმა ექიმებს სიურპრიზი გაუკეთა და 120 სენდვიჩი მიართვა. ექიმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ფოტოები კი დღის ბოლოს წყვილმა სოციალურ ქსელში განათავსა.